воскресенье, мая 08, 2011

вторник, октября 19, 2010

დაფიქრდით:




უნდა
მოვკლათ თუ არა ჯანმრთელი ადამიანიმისი ასევე ჯანმრთელი ორგანოების გამო?თუკი… – დავუშვათმიშაარის ჯანმრთელი ადამიანი, ოჯახის და ახლობლების გარეშე, დასაშვებია თუ არა მისი მოკვდინება უმტკივნეულოდ, თუკი მისი ორგანოები გადაარჩენს 5 სხვა ადამიანს, რომლებსაც სჭირდებათ მისი გული, თირკმელი და ..?თუ არა, რატომ არა?ახლა კი წარმოიდგინეთ სხვა სიტუაცია, მკვლელმა დაგიჭირათ თქვენ და კიდევ სხვა 6 ადამიანი, მან როგორღაც დაგარწმუნათ, რომ თუკი თქვენ მოკლავთ 6 იდან ერთ-ერთს, მაშინ დანარჩნეებს გაათავისუფლებს, თუ არცერთს არ მოკლავს, მაშინ 6 ივეს დახოცავს, ხოლო თქვენ ყველა შემთხვევაში გაგათავისუფლებთ.მოკლავდით თუ არა ერთ ადამიანს დანარჩენი 5 ის გადასარჩენადამ შემთხვევაში?
ხარ თუ არა ისევ ის ადამიანი, რომელმაც ამ წერილის კითხვა დაიწყო? წარმოიდგინეთ თქვენი ბავშვობისდროინდელი ფოტო, სადაც ხართ სულ 8 წლის, როგორ ფიქრობთ, რა გაძლევთ იმის საფუძველს იფიქროთ, რომ ეს ადამიანი სწორედ თქვენ ხართ? შეიძლება იფიქროთ რომ ეს ადამიანი ფოტოზე ხართ თქვენ, მარტო იმიტომ რომ ორივე შედგებოდით და შედგებით ერთიდაიგივე უჯრედებისგან, მაგრამ ყოველ 7 წელში, ადამიანი იცვლის თავის უჯრედებს, ძველი უჯრედები კვდებიან, ახლები იბადებიან.თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომთქვენმაშინ დათქვენახლა, ხართ ერთიდაიგივე ორგანიზმიმთლიანად, მაგრამ რა ქმნის რეალურად ამ მთლაინობას? დავუშვათ, რომ თქვენი და რომელიმე სხვა ადამიანის ტვინს შეუცვალეს ადგილები (რომელი ფილმი გახსენდებათ?) იქნებით კი თქვენ, ახალი ორგანიზმი? რათქმაუნდა მიმზიდველია განაცხადოთ რომთქვენხართ მხოლოდ ადამიანის ტვინი და არა ადამიანი, როგორც არსება.მაგრამ რატომ მაინცდამაინც ტვინი და არა სხვა რომელიმე ორგანო, მაგალითად ელენთა? ალბათ იმიტომ რომ სწორედ ტვინში მიმდინარეობს ჩვენი მენტალური პროცესები, იმედები, შიშები, ოცნებები, რწმენები, ღირებულებები და მახსოვრობა. ახლა უკვე გამოდის, რომ სწორედ ემოციებია მთავარი და არა ტვინი, რომელიც მათ უზრუნველყოფს.საბოლოო ჯამში, თუკი უბრალოდ შესაძლებელი იქნებოდა თქვენი ტვინის სკანირება და დროებით სადმე ჩაწერა, შემდეგ თქვენი და კიდევ ერთი ადამიანის ტვინის მთლიანად წაშლა და მერე ზედ ადრე შენახული ტვინის მონაცემების ჩაწერა, გამოდის რომ ამ დროს ორი ერთიდაიგივე ადამიანი, დედამიწის სხვადასხვა ადგილასერთდროულად იარსებებდა!

ასე, რომ არანაირი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თქვენ, სწორედ თქვენ ხართ დროის სხვადასხვა მონაკვეთშიარ არის სწორი!

თქვენ უკვე ის პიროვნებაც კი არ ხართ, ვინც ამ წერილის კითხვა დაიწყო!
არის თუ არა ამ წამს კომპიუტერის მონიტორი თქვენს წინაშე? რა მიზეზით ფიქრობთ, რომ ამჟამად თქვენ მონიტორს უცქერით? ალბათ თქვენი პასუხი იქნება – ”მე ხომ მას ვხედავანუბრალოდ გგონიათ რომ ხედავთ! საქმე იმაშია, რომ გრძნობები ხშირად გვატყუებენ, ხშირად სწორი ჯოხი, წყალში მოღუნულ ჯოხად გვეჩვენება, ხანდახან კი ორი თანაბარი სიდიდის ზოლი, სხვადასხვა ზომის ჩანს.მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ გრძნობები მაინც იძლევიან საფუძველს დავეყრდნოთ მათ როდესაც ვიქმნით წარმოდგენას სამყაროს შესახებ, ანალოგიას თუკი გავატარებთ, არაზუსტ ბარომეტრსაც კი შეუძლია მოგვცეს საფუძველი ვიფიქროთ რომ სადაცაა იწვიმებს.მაგრამ სანამ ბარომეტრს ვენდობით, ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ და უბრალოდ გავიხედოთ გარეთ, ვნახოთ გვატყუებს თუ არა ბარომეტრი, ასეთი შემოწმების შემდეგ, რათქმაუნდა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბარომეტრი ამინდს 99% იანი სიზუსტით აჩვენებს.თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, როდესაც საქმე მიდგება ჩვენს გრძნობებზე, შეუძლებელია ამოხტე საკუთარი შეგრძნებების განცდიდან და შეამოწმო, რეალურია თუ არა ისინი, სინამდვილეში თქვენ არანაირი საფუძველი არ გაქვთ ფიქრობდეთ, რომ ახლა თქვენს წინაშე მონიტორია. (აბა ახლა, რომელი ფილმი გაგახსენდათ?)
როდესაც ამ წერილის კითხვა დაიწყეთ, იყო კი ეს თქვენი დამოუკიდებელი არჩევანი?დავუშვათ სამყაროს წარმოქმნის მომენტიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, არსებობდა ვინმემიშა”, რომელსაც გააჩნია აბსოლიტური ინფორმაცია, სამყაროში არსებულ ყველა ფიზიკის კანონზე, ყველა ნაწილაკზე და შეუძლია გადაამუშაოს ეს ინფორმაცია.გამოვა, რომმიშასშეუძლია გამოთვალოს, რომ როდესმე დაიბადება დედამიწა, განვითარდება ზედ გარკვეული მოვლენები და ბოლოს ამ წამს თქვენ ამ წერილს წაიკითხავთ.არავინ უარყოფს რომ თქვენ აირჩიეთ ამ წერილის წაკითხვა, მაგრამ იყო კი ის დამოუკიდებელი? თქვენს არჩევანს ხომ უამრავი მიზეზი ჰქონდა, თუნდაც ტვინში ნეირონების მიკრო იმპულსები, რომლებსაც თავის მხრივ მიზეზები ჰქონდათ სწორედ ასე და არა სხვანაირად გამოეცათ ის იმპულსები, იმ მიზეზებს კიდევ მიზეზები და ასე დაუსრულებლად უკან, სამყაროს წარმოშობამდე, ასე რომმიშამიცოდა რომ ამ წერილს წაიკითხავდით და როდესაც თქვენ გაჩნდით, უკვე გვიანი იყო რაიმეს შესაცვლელად.რათქმაუნდა არანაირიმიშაარ არსებობს, მაგრამ აქ აზრი იმაშია, რომ თუკი ასეთიმიშაიარსებებდა, მას შეეძლო მოვლენების განვითარების წინასწარმეტყველება, ახლა შეიძლება შემეკამათოთ, -”კი მაგრამ თანამედროვე ფიზიკაში ხომ არის ისეთი მაგალითები სადაც ფუნდამენტური შემთხვევითობებთან გვაქვს საქმე და ეს მაგალითებიმიშასძალიან ეწყინებოდაო”, მაგრამ აბა თავად დაფიქრდით, ცვლის კი ეს რაიმეს ჩვენს პირად ცხოვრებაში?არ გახსენდებათ მაგალითი, რომ როდესაც ადამიანი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს, ხშირად ვეჭვობთ, რომ მას ეს გადაწყვეტილება არ მიუღია დამოუკიდებლად.

ასე რომ თავისუფალი ნება, მისი ჩვეულებრივი განმარტებითაც და შემთხვევითობის მაგალითებითაც მაინც შეუსაბამოა ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენ არასდროს მიგვიღია არცერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

ჩემი მეგობარი ნინას წერილები

შეგახსენებთ,მე მყავს მეგობრები.ზოგიერთ მათგანს წერა შეულძლია ერთერთი მათგანი ვის პოსტსაც გაგრძელებაში თქვენ წაიკითხავთ სწორედაც ნინაა.ნინაა ჩემი მეგობარი.ნუ მოკლედ,დაიწყეთ კითხვა!ესეც ნინა :*

ერთდღეს იგი დავკარგე მეორე დღეს მე არ მინდა დავწერო რექვიემი მაგრამ თუ ოდესმე ტრაგედიას დავწერ ეს სწორედ იმ დროდან დაიწყება.დღიდან რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება.ბედნიერი გამხადა და უფრო მეტად უბედური.მე არ მინდა ცხოვრებაში არაფერი,აი სადაა ჩემი უბედურება-ოცნებები გამეყინა.დავიკარგე დროსა და სივრცეში და ვეღარ გამოვაგენი გზა თავის დასახწევად.მე მხოლოდ ერთი რამ მინდა რაც არაა ჩემთვის კარგი,მაგრამ ამ წუთას დამეხმარება,მაგრამ არც ეგ ჩანს დიდი ლოდინის მიუხედავად და ვერ ვხვდები რატოა დაწყევლილი ჩემი ყოფიერება.დაე ბოლომდე გაერთოს უფალი თუ სატანა აღარ მეშინია.მე მხოლოდ სიკვდილის მერე ჯოჯოხეთის მეშინია..მხოლოდ მაგის.მიხმობს გზა და მალე დავადგები..გზა გადარჩენის,მაგრამ გარდაცვალების . . .

მე მესმის მათი და ისინი არსებობენ ჩემს წარმოსახვაში და ისევ ლამაზ მოგონებად რჩება ის,რაც შევიგრდძენი,მაგრამ არიან ისინი და ვარსებობ მეც.ვარ ისევ იმ ბეწვის ხიდზე მდგარი და მარწევს იგი თითქოს ამოუცნობი ქარი ყოფილიყოს ჩემში.მე წავალ შენგან და უშენობა ისევ მოიტანს მძიმე ნაღველს,რომელსაც მოყვება გადაჭრილი ვენები,მაგრამ ეგ არაფერია,ის ხომ არსებობს და ისევ ისე სუფევს ჩემს წარმოსახვაში.გაუკვლეველი მინდორი და დაბინდული ჰორიზონტი,რომელსაც პარავს ნისლი და ისევ შენი უიმედო და უმადური თვალები.მე წავალ შენგან მაგრამ ეს შენტვის არაფერია.თვალები დახუჭე და წარმომიდგინე ისეთი როგორიც ვიყავი გუშინ სანამ შენთან ვიყავი და არა ისეთი როგორსაც დამინახავ შემდეგში გაყინული თვალებით და დაჭრილი ვენებით,ეს ხომ არაფერია ამის განკურნება შენც შეგიძლია.გაჰყევი გზას უსახო და უემოციო ფიქრი შენს მიმართ განცდილი შემომეჩვია და ვერ გავულღვე ნაკვეთები რათა მოგეფერო მაგრამ ესეც არაფერია და საერთოდ ის ფიქრიც და ის გრდზნობაც რომელიც შენს მიმართ მაქვს არაფერია,რადგან ეს არ არის გრძნობა მე ხომ სიყვარული აგარ შემიძლია ეს არის ის რასაც აქამდე ვეძებდი და შენთან ვიპოვე მაგრამ ეგეც არაფერია ჩაწყდება ხიდი,ჩამყვება ისევ და ისევ შენზე ფიქრი, დამემგზავრება და წყვდიადს გამინათებს სიცივეში გამათბობს და ხელს გამომიწვდის,წაქცეულს ამაყენებს და კარგზე ფიქრს შემაყვარებს-ეს ხომ ყველაპერია . . .
მე დიდიხანია რაც დამაწყვიტეს ფრთები,ნერვები და ყველაპერი რაც ოდესმე ფასეულად მიმაჩნდა.მაშინ ადექით და ბოლომდე გამძარცვეთ წაიღეთ-გრძნობები,ფიქრები...მართალია გრძნობები ნახმარია,მაგრამ მეორადის ფასში გაგატანთ წაიგეთ და შეირგეთ! მე კი..მე კი თავს უფლებას მივცემ  ახლა მაინც ვიყო ბედნიერი . . .
ნინა,ჩემი მეგობარია მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება,ის არ გავს არავის.ის არსებაა რომელსაც შეუძლია სიყვარული და რაც მთავარია აფასებს მეგობრობას.სწორედ ამიტომაც ვაფასებე მას.ის ჩემი დიდი მეგობარია.ხან გიჟი ხან გადარეული ხან ძააააალიან ძალიან საყვარელი.უფრო კეკლუცი და მომხიბვლელია ვიდრე ეგოისტი.
გამრთობი (დომინანტი, ექსტრავერტი, აბსტრაქტულად მოაზროვნე, ემოციური პიროვნება) ყოველთვის, ახლაც და მერეც, ნუთუ სულ ”შიშველია”?
იგი ინდივიდუალურია, სანდო და სტრესებს საკმაოდ ადვილად უმკლავდება - მას ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ექსტრავერტია და ძლიერი ნებისყოფის მქონე, ცხოვრებაში არასოდეს უშვებს ხელიდან ხელსაყრელ შემთხვევას. გილოცავ! გარკვეული მიზეზების გამო, ის ხშირად ”გაშიშვლებულია”... ვინ იცის რატომ?:) ის ყოველთვის იმ მიმართულებით მიდის, საითკენაც გული უხმობს. საკმაოდ მომხიბვლელია და ბევრი მეგობარი ჰყავს, სხვათა შორის თაყვანისმცემლებიც; და თუკი მისი საკუთარი დიდების სიყვარული არ არის შენთვის პრობლემა, მაშინ ის შეიძლება სწორედ ის იყოს... (რა თქმა უნდა, მხოლოდ მცირე დროით). ამ ადამიანთან გრძელვადიანი ურთიერთობა ფაქტობრივად შეუძლებელია. ძალიან მიმზიდველია საწინააღმდეგო სქესისთვის (და არა მხოლოდ საწინააღმდეგო :), უბრალოდ ეს ურთიერთობა დიდ ხანს არ გრძელდება. მაგრამ იცოდე, ერთად გატარებული დრო სამოთხის ტოლფასია - ის გასცემს საკუთარი თავის ნაწილს: სიკაშკაშე, ქარიზმა, დიდება და, შევხედოთ სიმართლეს თვალებში...

განცდები

წვიმა თითქოსდა ჩემს ფიქრებს ანგრევს,ცაში ელვის გაელვება გულში ხანჯალს მიყრის.ფრთები გამომეზრდება გავფრინდები შტორმში ვეცდები დავივიწყო და წავშალო ყველაფერი.მინდა ფრთები უფრო მაგრად მოვიქნიო და დავლეწო ყველაფერი,დავანგრიო ფიქრები ჩემი.როცა დავინახავ დაჩიჩულ ფრთებს მივხვდები უნდა წავიდე,გავფრინდე თქვნი ცხოვრებიდან ადამანებო,თავს მოკვლის უფლება მივეცი მე კი არ გავწირე,მადლობა მითხარით,მე ცოცხალი ვარ რადგან თქვენ ჩემს გარეშე არაფერი არ ხართ!მე თქვენ გიცავთ!მე თქვენ გიცავთ!თუმცა ცალცალკე,გადაგდებული თუნუქის ქილები ვართ.


თუ შევძელი და მოგაბით ფრთები ,თავს მოგახვიეთ ჩემი ფიქრები იმასაც შევძლებთ ერთად გავფრინდეთ ზღვის ნაპირზე ვიფრენთ ერთად,წვიმას არ მივცემ უფლებას ფრთები დაგისველოს,ვიფრენთ ერთად გავგიჟდებით გავგიჟდებით წვიმას არ მოგაკარებთ,სითბოს და ალერსს არ მოგაკლებთ.ერთად ვიფრენთ.და გამოერევა რჩეული ჩემი თქვენგანში და ავირჩევ მე მას,ის გახდება ჩემი გულის ნაწილი და დაიპყრობს ჩემს სამყაროს.სწორედ ეს არსება შეძლებს იყოს ჩემს გვერდით ის აუცილებლად იქნება განსაკუთრებული რადგან მხოლოდ მას მივანიჭებ ყურადღებას.ერთად ვიფრენთ,გავგიჟდები მინდა უკვე ჩემს გვერდში იყო.ფრთებ შესხმულს გხედავ მელოდები მაღალ მწვერვალზე მოვალ და იქედან ერთად დავეშვებით,ყველას დავასწრებ და გაგიტაცებ.უაზრო ვარ შენზე ფიქრში უკვე თავზე მათენდება,მიხარია ახალ დღეს ახალ მზეს ნისლთან ერთად შენზე ფიქრში შეხვედრები და შენზე ფიქრში დავაღამებ.ვიფრინოთ ერთად ვიცი ეს შენც გინდა გერიდება და იწვი ფიქრში ჩემზე ჰმმ რა ცუდია,რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.ჩემი გული არა არ დაისვენებს მანამ სანამ ცოცხალი ვარ.შენზე ფიქრში დავაღამებ და გავათენებ,ნერვებს მოვიშლი მაღლა ავფრინდები შენს სარკმელთან მოვალ მძინარეს გიყურებ და ვიოცნებებ.მინდა რომ ფანჯარა გამიღო,მერე მე ვიცი გულში ჩაგიკრავ მაგრად ჩაგიკრავ,მოგეფერები გაკოცებ და გავფრინდები.მე აღარ ვიქნები გულ ნატკენი.დაძინებისას მე ისევ მოვალ,მძინარეს მოგეფერები გაკოცებ და გავფრინდები.

18 ოქტომბრის ღამე

18 ოქტომბრის მთვარის შუქზე პირველად ვიგრძენი: სიხარული და სიყვარული მაგრამ ორთავე სხვა და სხვა დოზით.მე დაგპირდით გულახდილობას,სწორედ ამიტომაც ყველაფერს ჩაუსწორებლად ვწერ რასაც ვგრძნობ.ვერ ვხვდები თუ რატომ ან როგორ ვიგრძენი ეს ორი ემოცია ერთ წამში.რა გამახსენდა ისეთი?უბრალოდ მთვარეს შევხედე.ყმუილი მომინდა.მე თქვენ გადამრევთ ადამიანებო!მიყვარს ადამანს რაიმე,რომ სიამოვნებს.არ ვარ ეგოისტი და ბოროტი.მიხარია სხვისი სიხარული და მეც ცუდს სხვასავით განვიცდი როგორც კარგს.ვარ გულახდილი ყველას მიმართ და ალალი.თითოეული თქვენგანი წყალბადის ატომს ჰგავხართ,თუ ვინმემ რამე დაგიშავათ აუფეთქდებით და მოკლავთ,შედეგზე კი არავინ არ ფიქრობს.



ვფიქრობ დასასვენებლად ჩერნობილში ხომ არ წავსულიყავი.სად ხარ შენ?სად ხარ ახლა?ვფიქრობ,ოთახში ხარ და ფიქრობ რეებს ბოდავს ეს ვიღაცაო.შენ მარტო ხარ?კიი?და მე?ასევე.ბედნიერი ადამიანი თუ ვარ?საერთოდ არა.და პირდაპირ აქვე,სწორედ ეს მომენტია როდესაც ამას ვაღიარებ.კოცნა ენდორფინის გამოყოფის ერთერთი მარტივი გზაა მაგრამ თუ თქვენ გულწრფელი სიყვარულით კოცნით ერთმანეთს სიყვარულის ჰორმონი მხოლოდ მაშინტბვინს და გადაინაცვლებენ გულში რათა უფრო მეტად მოგანდომონ ერთმანეთის გულში მაგრად ჩაკვრა.