понедельник, октября 18, 2010

თეთრი ფორთოხალი

სხეული არაფერია,სული ეს ჩვენ ვართ,სული ბინძურ სხეულზე უფრო მძიმეა.მე გუსჰინდელივიტ ისევ ეგზისტენცი ვარ.გუშინდელივით მინდა რაღაც ისეთი დავწერო რასაც ჩემი გული მიკარნახებს.ბევრ რამეს არ მანდობს ჩემი გული არამცთუ თქვენ.


ეს გული ანგელოზის გულია,პრინცის,რაინდის გულია!გულწრფელობით აღსავსე და ისეთი მეგობრული როგორი მეგობრობაც ადრე ძველ საუკუნეებში შეეძლოთ.მინდა ვწერო ეგრეთწოდებული „ავტომატური წერით“მაგრამ ვშიშობ არ გამომდის.ხოო რას ვამბობდი,მეგობრობა.მეგობრობა ოო ეს ყველას როდი შეუძლია?!მე ვარ არსება კონსერვატი,ყველას მიმართ მეგობრული .ბევრს არ ესმის მეგობრობის არაფერი.მეგობრის გულისთვის თავს შეაკლავს ჩემი არსება,ვინც წინ გადაუდგება ამ მეგობრობას.

მე ვერ ავიტან ადამიანის დამცირებას.მე ვერ ავიტან დაცინვას.ადამიანებო გშურდეთ ჩემი!რადგან თქვენ აღარ გესმით მეგობრობის არაფერი დაე გაკვეთეთ ჩემი გული და შეისწავლეთ ის!ბევრ კარგ რამეს აღმოაჩენთ,იპოვით ადამიანს რომელსაც უყვარხართ თქვენ!ადამიანები!ეს ადამიანი შეიყვარებს ყველა გარდა ცუდი ხალხისა,რაც ასე ჭარბადაა მოდებული სამყაროს.

მე რაინდი ვარ,ნაზი ხასიათით თუმცა გაბრაზებისას ურჩხულზე უარესი.საყვარელი ადამიანებისათვის თავის გაწირვა ჩემთვის ისეთივე უჩვეულოა როგორც ფინჯან ჩაიში შაქრის დამატება.მე თანამედროვე რომეო ვარ რომელიც ძველ ჯულიეტას არაფრით არ ჩამოუვარდება.პირიქით,ალბათ უფრო მეტად შევიყვარებ ვინმეს ვიდრე ძველი რომეო,რადგანაც ვგრძნობ თუ ვინმეს შევიყვარებ ის თუ ჩემი არ გახდა მოვკვდები,მოვკვდები და წავალ ამ ბინძური სამყაროდან.

ოო ღმერთო შენთან მინდა,მე შენი შვილი ძე ღვითისა ილია ვარ.ამ ხალხს არ აინტერესებთ მეგობრობა და სიყვარული,მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვა აინტერესებთ ერთმანეთისადმი.ღმერთო ჩემი ანგელოზი კარგად მიცავდა ვიდრე ეკლესიაში სიარულს არ მოვუკელი.ახლა თითქოს გაბრაზებულია და მე ეს ძალიან მტკენს გულს.მეტი რა გითხრათ?გთხოვ ღმერთო ისე ნუ წამიყვან აქედან,რომ რამე ღირსეული საქციელი არ ჩავიდინო.გეხვეწები მომივლინე განსაცდელი და მხოლოდ ამის შემდეგ წამიყვანე შენთან.გმირი ეს მე ვარ,თავდადებული და მიძინებული მებრძოლი ხასიათით.

Комментариев нет:

Отправить комментарий