ქართულ გრამატიკაში მოვიკოჭლებ(არა კისერს ვიტეხ უფრო ვიდრე ვკოჭლობ)
მაღიზიანებს – ლოდინი
ვგრძნობ – სიყვარულს მხოლოდ ნათესავების მხრიდან
მეშინია – ბირთვული ომის
ვიცი – ადამიანის ფსიქოლოგია,შემიძლია თვითმკვლელი კაცი შევაჩერო და აივნიდან არ გადახტეს
არ ვიცი – რამდენი სახის რეაქციაა ქიმიაში და რამდენია ჰელიუმის ფარდობითი ატომური მასა
შემიძლია – 5 კილომეტრზე სირბილი
არ შემიძლია – 15 კილომეტრზე სირბილი
ვმეგობრობ – იმათთან, ვისთანაც საერთო ინტერესები მაკავშირებს
ვტირი – როცა ვიხსენებ დაღუპლ ჯარისკაცებს
ვიცინი – ნებისმიერ ისეთ ხუმრობაზე, რომელიც არ გამიგია
ვეძებ – ადამიანს, “რომელსაც ღამითაც არ სძინავს თავის სამშობლოზედ ფიქრით გულაღტყინებულსა” (უზუსტო ციტატისთვის მომიტევეთ)
ღირსი ვარ – იმის, რასაც ვიმსახურებ
ვკარგავ – სამგზავრო ფულს ჩემ აურაცხელ ჯიბეებში
მშურს – ამერიკელი ხალხის
ვემტერები – ყველა ჯიშის მწერს
მაინტერესებს – მაიას კულტურა
არ მაინტერესებს – რას ფიქრობს ხალხი ჩემზე
მახსოვს – ვისი გორისა ვარ
მრცხვენია – როდესაც რაღაც არ ვიცი
უარვყოფ – დილით ხაშზე წასვლის შემოთავაზებას
ვავადმყოფობ – მხოლოდ ზამთარში
ვმალავ – მმ.არაფერს არ ვმალავ
ვინახავ – რამდენიმე საიდუმლოს
მწამს – ადამიანური იდეალების
მიკვირს – შეყვარებული წყვილების,თუ უკვე გყავს ის ვისაც ამდენ ხანს ეძებდი,აბა აქ რაღა გინდა?ვიღას ეძებ?
მიხარია – საქართველო იგებს
ვჭორაობ – ჰმმ.არა
ვდარდობ – ირანის ბირთვულ პროგრამაზე
ვამაყობ – მხოლოდ გულის სიღრმეში
ვაკეთებ – მერე ვინ არის დამნახავი?
ვეფერები – ახლადშეძენილ წიგნს
მსიამოვნებს – მეგობრების წრეში ყოფნა
მესიზმრება – რომ დავფრინავ (ცხადშიც მინდა ((
ვეხმარები – იმას, ვისაც მართლა სჭირდება (ხოლო ვის ჭირდება მართლა და ვის არა, ამას მე ვწყვეტ)
მწყინს – როცა ვერ მიგებენ
ვხარჯავ – ყველაფერს რისი დახარჯვაც შეიძლება
ვღალატობ – არა
ვკამათობ – იმაზე, რომ ლიბერალიზმი კონსერვატიზმს “იხევს”
ვუხეშობ – იშვიათად
ვუსმენ – ყველას, ვინც კი 2 წინადადებას ერთმანეთზე აბამს
ვყოყმანობ – კიდე რა სისულელე დავწერო აქ.
ვკითხულობ – საინტერესო ფაქტებს
ვკლავ – ქათამს, გოჭს, ინდაურს (შესაძლებელია ბინაზე მისვლაც )
ვაფუჭებ – კალმებს
ვცხოვრობ – თავისუფლად და დემოკრატიულად
ვცემ – ბოლთას,და კიდევ ვინც არ მომეწონება მინდა ცხვირ–პირი დავუმტვრიო და დედა მოვუტყ
ვყვირი – როდესაც ჩემი არ ესმით (პიდაპირი მნიშვნელობით)
ვმღერი – ich will,du hast<< ესენი ყველაზე ადვილია
ვასრულებ – ხალხურ ცეკვებს,შესაძლებელია შაბაშით ქორწილში წასვლაც
დავდივარ – თვალების ცეცებით და მუდამ დაბნეული
ვმკურნალობ – გააჩნია რას ვიგულისხმებთ სიტყვა მკურნალობაში
ვერიდები – უაზრო კამათს
ვთამაშობ – SWAT4,CS
ვიტყუები – დღეში 1ჯერ (სტატისტიკურად არის დათვლილი)
ვიხდი – ყველა გადასახადს
ვეჭვიანობ – ეს რა არის?
ვკაიფობ – მთვრალ ხალხზე
ვიზიდავ – მხოლოდ კოღოებს
ვალამაზებ – ჩემ სამუშაო windows-ის desktopს
დამეწვა საჭმელი?
არა უშავს
მოკლედ ახლა მითაგვ – მოთაგვები მეზარება.კომენტარები დატოვე აქვე ჩემ ბლოგში.
Комментариев нет:
Отправить комментарий