წვიმა თითქოსდა ჩემს ფიქრებს ანგრევს,ცაში ელვის გაელვება გულში ხანჯალს მიყრის.ფრთები გამომეზრდება გავფრინდები შტორმში ვეცდები დავივიწყო და წავშალო ყველაფერი.მინდა ფრთები უფრო მაგრად მოვიქნიო და დავლეწო ყველაფერი,დავანგრიო ფიქრები ჩემი.როცა დავინახავ დაჩიჩულ ფრთებს მივხვდები უნდა წავიდე,გავფრინდე თქვნი ცხოვრებიდან ადამანებო,თავს მოკვლის უფლება მივეცი მე კი არ გავწირე,მადლობა მითხარით,მე ცოცხალი ვარ რადგან თქვენ ჩემს გარეშე არაფერი არ ხართ!მე თქვენ გიცავთ!მე თქვენ გიცავთ!თუმცა ცალცალკე,გადაგდებული თუნუქის ქილები ვართ.
თუ შევძელი და მოგაბით ფრთები ,თავს მოგახვიეთ ჩემი ფიქრები იმასაც შევძლებთ ერთად გავფრინდეთ ზღვის ნაპირზე ვიფრენთ ერთად,წვიმას არ მივცემ უფლებას ფრთები დაგისველოს,ვიფრენთ ერთად გავგიჟდებით გავგიჟდებით წვიმას არ მოგაკარებთ,სითბოს და ალერსს არ მოგაკლებთ.ერთად ვიფრენთ.და გამოერევა რჩეული ჩემი თქვენგანში და ავირჩევ მე მას,ის გახდება ჩემი გულის ნაწილი და დაიპყრობს ჩემს სამყაროს.სწორედ ეს არსება შეძლებს იყოს ჩემს გვერდით ის აუცილებლად იქნება განსაკუთრებული რადგან მხოლოდ მას მივანიჭებ ყურადღებას.ერთად ვიფრენთ,გავგიჟდები მინდა უკვე ჩემს გვერდში იყო.ფრთებ შესხმულს გხედავ მელოდები მაღალ მწვერვალზე მოვალ და იქედან ერთად დავეშვებით,ყველას დავასწრებ და გაგიტაცებ.უაზრო ვარ შენზე ფიქრში უკვე თავზე მათენდება,მიხარია ახალ დღეს ახალ მზეს ნისლთან ერთად შენზე ფიქრში შეხვედრები და შენზე ფიქრში დავაღამებ.ვიფრინოთ ერთად ვიცი ეს შენც გინდა გერიდება და იწვი ფიქრში ჩემზე ჰმმ რა ცუდია,რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.ჩემი გული არა არ დაისვენებს მანამ სანამ ცოცხალი ვარ.შენზე ფიქრში დავაღამებ და გავათენებ,ნერვებს მოვიშლი მაღლა ავფრინდები შენს სარკმელთან მოვალ მძინარეს გიყურებ და ვიოცნებებ.მინდა რომ ფანჯარა გამიღო,მერე მე ვიცი გულში ჩაგიკრავ მაგრად ჩაგიკრავ,მოგეფერები გაკოცებ და გავფრინდები.მე აღარ ვიქნები გულ ნატკენი.დაძინებისას მე ისევ მოვალ,მძინარეს მოგეფერები გაკოცებ და გავფრინდები.
Комментариев нет:
Отправить комментарий