вторник, октября 19, 2010

18 ოქტომბრის ღამე

18 ოქტომბრის მთვარის შუქზე პირველად ვიგრძენი: სიხარული და სიყვარული მაგრამ ორთავე სხვა და სხვა დოზით.მე დაგპირდით გულახდილობას,სწორედ ამიტომაც ყველაფერს ჩაუსწორებლად ვწერ რასაც ვგრძნობ.ვერ ვხვდები თუ რატომ ან როგორ ვიგრძენი ეს ორი ემოცია ერთ წამში.რა გამახსენდა ისეთი?უბრალოდ მთვარეს შევხედე.ყმუილი მომინდა.მე თქვენ გადამრევთ ადამიანებო!მიყვარს ადამანს რაიმე,რომ სიამოვნებს.არ ვარ ეგოისტი და ბოროტი.მიხარია სხვისი სიხარული და მეც ცუდს სხვასავით განვიცდი როგორც კარგს.ვარ გულახდილი ყველას მიმართ და ალალი.თითოეული თქვენგანი წყალბადის ატომს ჰგავხართ,თუ ვინმემ რამე დაგიშავათ აუფეთქდებით და მოკლავთ,შედეგზე კი არავინ არ ფიქრობს.



ვფიქრობ დასასვენებლად ჩერნობილში ხომ არ წავსულიყავი.სად ხარ შენ?სად ხარ ახლა?ვფიქრობ,ოთახში ხარ და ფიქრობ რეებს ბოდავს ეს ვიღაცაო.შენ მარტო ხარ?კიი?და მე?ასევე.ბედნიერი ადამიანი თუ ვარ?საერთოდ არა.და პირდაპირ აქვე,სწორედ ეს მომენტია როდესაც ამას ვაღიარებ.კოცნა ენდორფინის გამოყოფის ერთერთი მარტივი გზაა მაგრამ თუ თქვენ გულწრფელი სიყვარულით კოცნით ერთმანეთს სიყვარულის ჰორმონი მხოლოდ მაშინტბვინს და გადაინაცვლებენ გულში რათა უფრო მეტად მოგანდომონ ერთმანეთის გულში მაგრად ჩაკვრა.

1 комментарий: